ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისში 2050 წლისთვის ქუთაისის 100% განახლებად ენერგიის წყაროზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018

ქუთაისში 2050 წლისთვის ქუთაისის 100% განახლებად ენერგიის წყაროზე გადასვლასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე. ფორუმი კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობის 350.org, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის” და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმზე 350.org-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონული კოორდინატორმა სვეტლანა რომანკომ ქუთაისის მერის მოადგილეს ნინო თვალთვაძეს მადლობის სერთიფიკატი გადასცა. აღნიშნული სერთიფიკატით ქუთაისის მერია პროექტის მჭიდრო თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისი არის პირველი ქალაქი კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელმაც გლობალური მობილიზაციის დღის „იმოქმედე კლიმატისთვის“ აქციის დროს გადაწყვიტა 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის თაობაზე. შესაბამისი მემორანდუმი საერთაშორისო ორგანიზაცია 350.org-სა და ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას შორის გაფორმდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი შეამცირებს ენერგიის გამოყენებას, უარს იტყვის წიაღისეულ საწვავზე და ქალაქი ეტაპობრივად გადავა განახლებად ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.

გააზიარე