ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი წლის წარმატებული ბიზნესმენების დაჯილდოებით დასრულდა

4 მაისი, 2019

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წარმატებული ბიზნესმენები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიამ დააჯილდოვეს.

სპეციალური ჯილდო 6 კომპანიას გადაეცა. წლის დამსაქმებელი კომპანია "ემ ჯი ემ ტექსს" გახდა. წლის ინვესტორი ქართულ- ამერიკული სკოლა "პროგრესი." მერიის სპეციალური პრიზი თანადგომისთვის სამშენებლო კომპანია მ2-ს ხვდა წილად. წლის ქველმოქედის პრიზით ,,ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრი" დაჯილდოვდა. წლის ექსპორტიორი "მადერა ჯორჯია" გახდა. წლის მეწარმე ქალი კი "ქუთაისის უნივერსიტეტის" რექტორი ლელა ქელბაქიანი. მერიამ ასევე სამადლობელი სერთიფიკატები სხვადასხვა ორგანიზაციებს გადასცა, ქუთაისის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობისთვის.

გააზიარე