ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა მიიღო

4 ნოემბერი, 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა მიიღო. ელჩმა ბულგარეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის ურთიერთანაშრომლობის სხვადასხვა სფეროებს და გაცვლით პროგრამებს. ასევე ბულგარელი წარმოშობის საზოგადო მოღვაწე  ალექსანდრე სტოიანოვს რომელიც ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ბაგრატის ტაძრის ნანგრევების შენარჩუნებაშიც. როგორც ქუთაისის მერმა აღნიშნა, მერია დაეხმარება ბულგარეთის საელჩოს, რომ ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფა განთავსდეს პირველი სკოლის ( ყოფილი კლასიკური გიმნაზიის) შენობაში.

გააზიარე