ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერმა პოლონეთის ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს უმასპინძლა

15 დეკემბერი, 2020

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი მიიღო . ელჩმა ქალაქის მერად არჩევა მიულოცა იოსებ ხახალეიშვილს და მისი ავტორობით გამოცემული წიგნი „პოლონელი ქუთაისიდან“ გადასცა საჩუქრად, რომელიც ქუთაისში დაბადებული პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის პოლიტიკური ბიოგრაფიაა. „თამამად შეიძლება ითქვას, ქუთაისი არის ქართულ -პოლონური მეგობრობის ცენტრი. როგორც იმერეთის მხარე მეგობრობს რამდენიმე სავოევოდოსთან პოლონეთში, ქუთაისსაც ჰყავს დამეგობრებული ქალაქი პოზნანი და ეს ურთიერთობები ორივე მხარისთვის არის ნაყოფიერი , საინტერესო და საქმიანი. ჩვენ ხშირად გვყავს სტუმრები პოლონეთიდან და მოხარული ვარ, რომ დღეს გვეწვია პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, რომელთანაც რამდენიმე მნიშივნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, როგორც უკვე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზეც“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ქუთაისში უახლოეს პერიოდში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში გაიხსნება დამოუკიდებელი პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი, ხოლო სახელმწიფო მუზეუმის კედელზე განთავსდება მემორიალური დაფა იმ პოლონელი ტყვეების ხსოვნის პატივსაგებად, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში დაიღუპნენ.

The Mayor of Kutaisi Ioseb Khakhaleishvili received the Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of the Republic of Poland to Georgia Mariusz Maskiewicz. The Ambassador congratulated Ioseb Khakhaleishvili on his election as the Mayor of the city and presented him with the book "Polish from Kutaisi", which is a political biography of the first Polish-born in Kutaisi, Polish President Vladislav Rachkevich. "We can firmly say that Kutaisi is the center of Georgian-Polish friendship. "As the Imereti region cooperates with the several voivodes in Poland, Kutaisi also has the twin city- Poznan, and these relations are fruitful, interesting and profitable for both sides," said Ioseb Khakhaleishvili. A monument dedicated to the first president of the independent Poland Vladislav Rachkevich will be opened in the Georgian-Polish Friendship Square in Kutaisi in the near future; moreover, the memorial plaque will be placed on the wall of the State Museum in memory of the Polish captives who died in Georgia during World War II.

გააზიარე