ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად

13 აპრილი, 2018

მერმა გუნავა-ბელიაშვილის, ლესელიძის მეორე შესახვევის,თაბუკაშვილის მე-2 და მე-4 და ახალგაზრდობის გამზირის მე6, მე-7 შესახვევების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნულ ადგილებში , წინა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მალე დასრულდება. ქუთაისის მერის განცხადებით ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ყველა იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობა წინასაარჩევნოდ მის მოწესრიგებას ითხოვდა. პარალელურად ქუთაისში კიდევ 6 ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს. ,,ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ეტაპობრივად შევალთ ყველა ქუჩაზე, რომელიც დაზიანებულია და მოსახლოებას გადაადგილება უჭირს. მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად დასრულდეს სამუშაოები და ეს ყველაფერი მაქსიმალურად გაკონტროლდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარია.

გააზიარე