ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერმა გელათის ქუჩის მე-4 შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

17 ივნისი, 2018

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გელათის ქუჩის მე-4 შესახვევის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება. გელათის ქუჩის მე-4 შესახვევი რთული რელიეფისაა, რის გამოც ადგილზე გზა არასდროს ყოფილა. ამჯერად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აღნიშნული შესახვევი 2 კვირაში სრულ ექსპლუატაციაში შევა. სამუშაოები მერის მოადგილე იუზა უგულავამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა მოინახულეს.

,,აღნიშნული შესახვევი რთული რელიეფიდან გამომდინარე წლების განმავლობაში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გელათის ქუჩის მე-4 შესახვევის რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაგვეჭრა ქალაქში. რაც შეეხება სხვა ქუჩებს ეტაპობრივად მოხდება მათი რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავიწყოთ თბილისის ქუჩის სრული მოწესრიგება, სანიაღვრე ქსელით ჯებირებით და სრული ინფრასტრუქტურით რაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი პროექტია ქალაქში და ამ ქუჩის მოსახლეობის პრობლემაც წლების შემდეგ პირველად მოგვარდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე