ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერმა ახალგაზრდებს ახალი ინიციატივა გააცნო

2 აგვისტო, 2018

ქუთაისის მერმა ახალგაზრდებს ახალი ინიციატივა გააცნო ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას იწყებს. ახალი პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განათავსონ. ნებისმიერ მსურველს დღეიდან მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ექნება საკუთარი იდეა წარუდგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას.საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს.შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. აღნიშნული პროექტი ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრეზენტაციის სახით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გააცვნეს. პროექტი აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსა და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა. აღნიშნული სიახლე მოქალაქეების ადგილობრივ მმართველობაში აქტიურ ჩართულობას, საჯაროობას და მოქალაქეთა თავისუფალი იდეების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.

გააზიარე