ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერმა 3 პირველკლასელს საჩუქრები გადასცა

13 სექტემბერი, 2018

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ 3 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრები გადასცეს, სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკლასელებს მერმა ჩანთები და სასკოლო ნივთები აჩუქა. გიორგი ჭიღვარია და ნინო თვალთვაძე შეჭირვებული ოჯახების მდგომარეობას გაეცნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და პატარებს საჩუქრები პირადად მიუტანეს. ,,ჩემთვის პრიორიტეტულია სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება. ეს არის მცირედი სიმბოლური საჩუქრები, რითაც გადავწყვიტეთ პირველკლასელები გაგვეხარებინა. ამ ოჯახებს არ ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა პატარებისთვის სასკოლო ნივთები შეეძინათ. მერიის გადაწყვეტილებით, ბავშვები სკოლაში ყველა იმ ნივთით უზრუნველყოფილი წავლენ, რომელიც მათთვის აუცილებელი საჭიროებაა. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ქუთაისის მერია მომავალშიც აპირებს გვერდით დაუდგეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს" - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ

გააზიარე