ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერის მოადგილემ დედის დღე მარტოხელა დედებს მიულოცა

3 მარტი, 2019

ქუთაისში  მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალებს, დედის დღე მიულოცა ქუთაისის მერის მოადგილეემ. ნინო თვალთვაძემ მარტოხელა დედები არაფორმალურ გარემოში მიიღო და საჩუქრები გადასცა. მერის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალებს, საჭიროებისამებრ დაეხმაროს. დედის დღე - 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

გააზიარე