ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერის მოადგილე ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მეცხრე ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს

4 ოქტომბერი, 2019

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე რუმინეთის ქალაქ სიბიუში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, სადაც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მეცხრე ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში,  საქართველოს დელეგაციის სამუშაო შეხვედრა მოეწყო ევროპის საბჭოს აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელობასთან და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორთან. მხარეებმა  განიხილეს 2021 წელს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმის ქალაქ ქუთაისში გამართვის სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები

 ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმში მონაწილეობენ გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი სახელმწიფოების, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, იუნესკოს, იკომოსის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები. 

გააზიარე