ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერიის საგანგებო განცხადება

16 სექტემბერი, 2018

ტელეკომპანია ,,რუსთვი 2"-ის მცდარი ინფორმაცია და ოპოზიციის მიზანმიმართული მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს მასმედია და მოსახლეობა. საუბარია გადაცემა P.s ის  ანონსზე სადაც  ხაზგასმითაა ნახსენები, რომ 20 ქუთაისელი მხატვრის ვიზიტი იტალიის ქალაქ კოზენცაში ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 

20 ქუთაისელი მხატვარი იტალიის ქალაქ კოზენცაში,  იტალიის მხარის  სრული დაფინანსებით წავიდა და არცერთი თეთრი დახარჯულა ქუთაისის  ბიუჯეტიდან. ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი მოკვლევა. 

რაც შეეხება ქალაქის მერის პორტრეტს, ის მხატვარმა ლევან გოგატაძემ, საკუთარი სურვილით დახატა   ისევე, როგორც კოზენცას მერი მარიო ოჩიუტო. მან ორივე მერს პორტრეტები საჩუქრად გადასცა. 

 ეს იყო მხატვრის ნება და არა ვინმეს დაკვეთა შეესრულებინა ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები.

ასევე არ გამოფენილა ეს პორტრეტები კოზენცას გალერეის რომელიმე სივრცეში. ეს იყო სახელოსნო ვორქშოფისთვის  სადაც მუშაობდნენ და  სტუმრებს აქვე შეეძლოთ ნამუშევრების ნახვა.  

აღსანიშნავია რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ ქუთაისელ მხატვრებს არცერთ საერთაშორისო პლენერში მიუღიათ მონაწილეობა.

მხატვრები, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და არა დაფინანსებით, წელს 20 დღით პირველად წავიდნენ საერთაშორისო პლენერზე.ეს არის ინტერკულტურული გაცვლითი პროგრამები დამეგობრებულ ქალაქებს შორის, რომელიც მომავლშიც გაგრძელდება.

ქუთაისსა და კოზენცას შორის დამეგობრების მემორანდუმს, მიმდინარე წლის 2 მაისს მოეწერა ხელი.

 სამომავლოდ ასევე იგეგმება ადგილობრივი თეატრალური  დასის გასტროლი საერთაშორისო ფესტივალზე და ქართული  ფოლკლორის გაცნობა იტალიელი მსმენელისთვის.

ქალაქ კოზენცაში ქუთაისის მერი მოადგილესთან  და ადგილობრივ დელეგაციასთან ერთად  კოზენცას მერმა მარიო ოჩიუტომ მიიწვია.  მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა ხელოვნება და ტურიზმი. 

გააზიარე