ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქუთაისის ტურიზმის ცენტრში“ გიდებისა და ტურ ოპერატორებისთვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა

4 მარტი, 2019

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „ქუთაისის ტურიზმის ცენტრში“ გიდებისა და ტურ ოპერატორებისთვის სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგები კამპანია „მასპინძელის“ ფარგლებში მ/წ 2 მარტიდან 4 მარტის ჩათვლით „ქუთაისის ტურიზმის ცენტრში“ ჩატარდა. CRDC ეს ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე, მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა მონაწილე რგოლები, გაყიდვების ტექნოლოგიები, კლიენტთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, პროფესიონალი მენეჯერის აუცილებელი თვისებები და სხვა მრავალი. ამ ცოდნის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროფილის ტურისტული კომპანიისთვის. აღნიშნული პროექტის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია MICE ტურიზმის სფეროში. ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გადასცა.

„ეს სფერო წარმოადგენს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც საქმიანი ტურიზმის საუკეთესო დანიშნულების ადგილი. ასევე, ზოგად ტურიზმის ყველაზე პერსპექტიულ დარგს ჩვენი ქვეყნისათვის. აღნიშნული ტრენინგ კურსი თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩინებაზე, კვალიფიციურ მომსახურებაზე, ახალი, ინოვაციური, მომგებიანი პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაზე”- განაცხადა შეხვედრაზე ნინო თვალთვაძემ.

გააზიარე