ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

21 სექტემბერი, 2018

დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, რომელიც ადგილობრივ მთავრობას რეკომენდაციის სახით წარედგინება. სხდომას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთავძე უძღვებოდა. შეხვედრაზე ინფორმაცია მოისმინეს ქალაქ ქუთაისის მერიასა და საერთაშორისო კლიმატურ ორგანიზაციას შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის თანახმად 2050 წლისთვის ქალაქი 100% იან განახლებადი ენერგიის წყაროზე უნდა გადავიდეს.

საბჭოზე წევრებმა ასევე იმსჯელეს სამოქალაქო ინიციატივებზე, რომელიც ვებ-საიტ volis.kutaisi.gov.ge ზე შემოვიდა. ამ დროისთვის 26 განაცხადია რეგისტრირებული.

საბჭოს გადაწყვიტილებით, 22 ოქტომბერს ყველა იდეის და პროექტის ინიციატორს მოუსმენენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელი 3 ინიციატივა მიიღებს მხარდაჭერას.

გააზიარე