ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერიაში განაშენიანებისა და რეგულირების ახალი წესის საჯარო განხილვა მოეწყო,

29 ივნისი, 2018

ქუთაისის მერიაში განაშენიანებისა და რეგულირების ახალი წესის საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც მერის მოადგილეებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე მოხდა განაშენიანებისა და რეგულირების წესის დოკუმენტის შემუშავება რომლის საბოლოო ვერსია ქუთაისის საკრებულოს გადაეგზავნება. შეხვედრას საკრებულოს წევრები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

ქუთაისის მერიის, არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, მუშავდება რეგულაციები და წესები რათა განაშენიანების პროცესის ყველა დეტალი იყოს გაწერილი ზონების და კოეფიციენტების შესაბამისად.

,,დღეს განვიხილავთ ქალაქ ქუთაისის განაშენიანებისა და რეგულირების ახალ წესებს. მოგეხსენებათ რომ დღემდე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად კოეფიციენტები ხელოვნურადაა გაზრდილი და მიღწეულია უდიდეს ნიშნულს. რაც დანარჩენ საქართველოში არ ფიქსირდება. შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან მაღალი შენობები, რომელიც აცდენილია მთავრობის დადგენილების თანახმად შემუშავებულ კოეფიციენტებს. ახალი წესები ასევე გულისხმობს, ფუნქციური ზონების დადგენას და ყველა ამ ზონისთვის შესაბამისი კოეფიციენტების მინიჭებას,"-განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

გააზიარე