ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერია შშმ პირტა დასაქმების პროგრამას ახორციელებს

13 სექტემბერი, 2018

ქუთაისის მერია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან ერთად. წელს პირველად ახორციელებს პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას გულისხმობს.

ბენეფიციარები პროექტის ფარგლებში, გადიან სწავლების სხვადასხვა კურსს და ასევე სტაჟირებას სხვადასხვა დაწესებულებებში. დღეს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას მასში შშმ პირთა ჩართულობას. ბენეფიციართა ნაწილი უკვე გადის სტაჟირებას.

,,პროექტით გათვალისწინებულია 30 შშმ პირის გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალკომპონენტიანი პროექტია. ჩვენ ვნახეთ, როგორც გადამზადების პროცესში მყოფი ბენეფიციარები ასევე ადგილზე მოვინახულეთ რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რომელიც გადის სტაჟირებას. მათ აქვთ გაცილებით დიდი შანსი რომ დასაქმდნენ."-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

გააზიარე