ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერი რიონჰესის დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

26 თებერვალი, 2019

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია რიონჰესის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა.

რკინიგზის სადგურ „რიონთან“ მცხოვრები მოსახლეობა, მრავალი წელია უგზოობას უჩივის, რის გამოც ხშირად მათ სათანადოდ ტრანსპორტიც არ ემსახურება.

გიორგი ჭიღვარია მოსახლეობასთან მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსთან ერთად მივიდა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ქალაქის მერმა დავალებები მისცა ეკონომიკის სამსახურისა და სპეცსერვისების ა(ა)იპის ხელმძღვანელებს რათა დროულად მოგვარდეს ადგილზე ტრანსპორტის მომსახურება და დარეგულირდეს თვითნებური ნაგავსაყრელების საკითხი

გააზიარე