ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერი ოფიციალური ვიზიტით იტალიის ქალაქ კოზენცაში იმყოფებოდა

10 სექტემბერი, 2018

 იტალიის ქალაქ კოზენცაში ქუთაისელმა მხატვრებმა საერთაშორისო  პლენერში Bocs Art მიიღეს მონაწილეობა. დასკვნით გამოფენაზე იტალიის მხარის მიწვევით ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ჩვენთვის დიდი პატივი იყო კოზენცაში სტუმრობა, სადაც ჩვენს მხატვრებს უმასპინძლეს, ეს ურთიერთობები კოზენცაში მოღვაწე წარმოშობით ქუთაისელმა, ცნობილმა მევიოლინემ ვიტალი სამხარაძემ  და ენრიკო გრანაფეიმ დაიწყეს. მიხარია, რომ მსგავსი თანამშრომლობა  სხვა სახელოვნებო  სფეროებშიც არის დაგეგმილი“- განაცხადა ქუთაისის მერმა.

კოზენცას მერმა მარიო ოჩიუტომ და გიორგი ჭიღვარიამ  სამომავლო ურთიერ  თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს შეხვედრისას აღინიშნა, რომ მხარეებს შორის ინტერ კულტურული გაცვლითი პროგრამები გაგრძელდება და სახელოვნებო, კულტურული წრეების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამებში

,,მოხარული ვარ რომ ქუთაისიდან წარმომადგენლობით დელეგაციას ვმასპინძლობთ.ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა გვაქვს და ეს სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება,"-განაცხადა მარიო ოჩიუტომ.

იტალიის ქალაქი კოზენცა და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქები არიან. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯერ კიდევ მაისის თვეში გააფორმეს. აღნიშნული ურთიერთობები კულტურულ, ეკონომიკურ და ტურისტულ საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს.

გააზიარე