ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის ახალი საპატიო მოქალაქეები

28 ივლისი, 2020

ქუთაისის ახალი საპატიო მოქალაქეები ქუთაისის მერიაში საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლმა დავით ერემეიშვილმა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ღირსეულ თანაქალაქელებს. პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით “საპატიო ქუთაისელის“ წოდება მიენიჭათ: მედეა კვარაცხელიას - კლინიკა „ლჯ“-ის ჰემატოლოგიის განყოფილების გამგეს, პროფესორს. გურამ ჯავახაძეს - ღვაწლმოსილ ტრანსპორტელს და საზოგადო მოღვაწეს. მერაბ გრიგოლაშვილს - ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სასწავლო ნაწილის გამგეს. „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება კი 10 ქუთაისელს მიენიჭა.

გააზიარე