ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ”ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით და ორგანიზებით, კომპანიის მიერ ნოემბრის ბოლოს ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებული ნახატების კონკურსების ფინალი გაიმართა

25 დეკემბერი, 2019

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ”ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით და ორგანიზებით, კომპანიის მიერ ნოემბრის ბოლოს ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებული ნახატების კონკურსების ფინალი გაიმართა. შეხვედრას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრნენ. ფინალისტიდან დღეს ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრების მიერ ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც 2020 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში წიგნის ფესტივალზე გაემგზავრებიან. ასევე ცამეტივე ფინალისტს კომპანია ფულად ჯილდოებს გადასცემს.

გააზიარე