ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

1 ნოემბერი, 2019

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაში ,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“ მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები - გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, მაკედონიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მომხსენებლები მსმენელებს ორი დღის მანძილზე არაერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე მომზადებულ ნაშრომებს გააცნობენ. კონფერენციის გახსნას ქუთაისის ვიცემერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.

გააზიარე