ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით უკრაინის ქალაქ სუმში იმყოფება

4 სექტემბერი, 2018

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაცია, ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანისა და საკრებულოს წევრ ლაშა გვენეტაძის ხელმძღვანელობით უკრაინის ქალაქ სუმში იმყოფება სამუშაო ვიზიტით.

,,დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გახდება ქალაქის განვითარების სტიმული!’’ განაცხადა ქალაქ სუმის მერმა ალექსანდრე ლისენკომ სადღესასწაულო ღონისძიების გახსნის დროს.

ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა და ქალაქის მერმა ალექსანდრე ლისენკომ ​ ქალაქ სუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას სუმსა და ქუთაისს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სუმი უკვე თანამშრომლობს ქუთაისთან, სპორტის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, კერძოდ სპორტულ კლუბ "ფენიქსსა" და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დეფერაციას - ,,აღორძინება - 2002’’- ს შორის.

გააზიარე