ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისი 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის მზადყოფნას აცხადებს

10 სექტემბერი, 2018

 

ქუთაისი არის პირველი ქალაქი კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელმაც გლობალქუთაისი 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის მზადყოფნას აცხადებური მობილიზაციის დღის „იმოქმედე კლიმატისთვის“ აქციის დროს გამოხატა მზადყოფნა 2050 წლისთვის 100% განხლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის თაობაზე. შესაბამისი მემორანდუმი საერთაშორისო ორგანიზაცია 350.org-სა და ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას შორის, უახლეს პერიოდში გაფორმდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი შეამცირებს ენერგიის გამოყენებას, უარს იტყვის წიაღისეულ საწვავზე და ქალაქი ეტაპობრივად გადავა განახლებად ენერგიის წყაროების გამოყენებაზე.
შეგახსენებთ, რომ ნავთობისა და გაზის გამოყენება იწვევს СО2-ის ჭარბ გამონაბოლქვს ატმოსფეროში, რომლის შედეგად ძლიერდება სათბური ეფექტი და კლიმატური ანომალიები.
“ჩემთვის, როგორც ქალაქ ქუთაისის მერისთვის, მნიშვნელოვანია ენერგოდამოკიდებულებისა და ენერგიის ეკოლოგიური შემადგენლობის საკითხი, რომლითაც ვსარგებლობთ, ჩვენი თანაქალაქელების საჭიროებების უზრუვნელყოფისთვის ვფიქრობ, სწორედ ქალაქები უნდა გახდნენ არა მხოლოდ გლობალური კლიმატური და ენერგეტიკული პრობლემების წარმოშობის, არამედ მათი ეფექტური გადაწყვეტის წყაროები. ქუთაისი აქტიურად იმუშავებს იმაზე, რომ შეძლებისდაგვარად, გადავიდეს 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიაზე. ეს ჩვენი მყარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა ვუზრუნველყოთ ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებები” - ამბობს გიორგი ჭიღვარია, ქალაქ ქუთაისის მერი.
საკრებულო მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის, ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რადგან ქალაქის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის მიზნით შემუშავდეს ერთიანი გეგმა.

“ქუთაისს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი გახდეს განახლებადი ენერგიის მოხმარების ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. რესურსების რაციონალური გამოყენება არამხოლოდ ზოგავს ფინანსურ რესურსს, არამედ ქმნის საფუძველს სუფთა და მწვანე გარემოს განვითარებისათვის. ქუთაისი უერთდება გლობალურ მოძრაობას და თავის როლს შეასრულებს მთელი სამყაროსთვის მნიშვნელოვან აქტივობაში” - აღნიშნა ნინო თვალთვაძემ, ქუთაისის ვიცე-მერმა.
შეთანხმებასა და ადგილობრივი თვიმმართველობიდან განცხადებას წინ უსწრებდა ქუთაისსა და თბილისში სუფთა ენერგიის მხარდასაჭერად გამართული აქცია „იმოქმედე კლომატისთვის“. 200-დე მოქალაქე შეიკრიბა ქუთაისში აღნიშნული აქციის ფარგლებში და სხვადასხვა ლოზუნგებით მათ ქალაქის მთავარი ქუჩა გაიარეს საქართველოს პარლამენტის შენობისკენ, სადაც წაიკითხეს სახელისუფლებო შტოების მიმართ შედგენილი მიმართვა. მონაწილეებმა 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლისა და წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე უარის თქმაზე პროცესის დაჩქარება მოითხოვეს.

“მადლობა ქალაქ ქუთაისის მერიას, რომ მან ასე უცებ მოახდინა რეაგირება საზოგადოების თხოვნაზე. ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება და დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს ეს გმირული ნაბიჯია ჩვენს რეგიონში და ქუთაისს პროგრესულად განვითარებული ქალაქების რიგში აყენებს, რომლებიც ფიქრობენ კლიმატზე და ქალაქის მაცხოვრებლებზე. ეს მამაცი ნაბიჯია, რომელიც ყველა ჩვენთაგანზე ბუნების დაცვისა და ლოკალური მოქმედებით გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მე ვულოცავ ქალაქს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ ჩვენი რესურსების ფარგლებში მხარში დავუდგეთ მას 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაში”- ამბობს ნუგზარ კოხრეიძე, RICDOG-ის თავმჯდომარე და საერთაშორისო კლიმატური ორგანიზაციის 350.org-ის წარმომადგენელი საქართველოში.

7-9 სექტემბრის განმავლობაში 89 ქვეყანაში პარალელურად გამართული გლობალური აქციის “იმოქმედე კლიმატისთვის” მიზანია გაერთიანოს ქვეყნები და ქალაქები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დღეებში მობილიზაციის ტალღამ 5 კონტინენტი მოიცვა და 700-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის 3 საქართველოშია რეგისტრირებული.

გააზიარე