ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება

15 ოქტომბერი, 2020

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი , მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ქუთაისში მოქმედი დიდი რესტორნებისა და სარიტუალო დარბაზების მეპატრონეებსა და მენეჯერებს შეხვდნენ. არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არალეგალურად მაინც იმართება დიდი წვეულებები. ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გართულების გამო, თუ არ იქნა კოორდინირებული ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, მთავრობა იძულებული იქნება დროებით დახუროს კვების ობიექტები. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა ბიზნესის წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

გააზიარე