ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ისრაელის ელჩის ვიზიტი ქუთაისში

4 სექტემბერი, 2018

ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, დღეს  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა მიიღეს. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. შაბთაი ცურის განცხადებით ის ყოველთვის მზად არის გვერდით დაუდგეს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობას ნებისმიერ საკითხში თავის მხრივ ქართული მხარე თანამშრომლობისთვის მზადაა. „დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობას ანალოგი არა აქვს. ბატონი ელჩი მრავალი წელია ქუთაისთან მეგობრობს და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება, რომელიც ჩვენს ქალაქში წარმატებით განხორციელდა“- განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა. დღესვე, ისრაელის ელჩმა ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის ბენეფიციარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 10 ბავშვს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

გააზიარე