ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

იოსებ ხახალეიშვილი:დღეიდან ქუთაისი ოფიციალურად ცხადდება 2021 წლის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასპინძელ ქალაქად

18 დეკემბერი, 2020

ქუთაისის მუნიციპლიტეტს, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩატარდება ქუთაისში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების X საკონსულტაციო ფორუმი, ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და EPA- ს აღმასრულებელმა მდივანმა სტეფანო დომინიონიმ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნან „ მმართველი კომიტეტი“, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, EPA- ს აღმასრულებელი მდივანი სტეფანო დომინიონი და ეროვნული კოორდინატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხრიდან სალომე ჯამბურია.

„ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა და დღეს ხელი მოეწერა ქალაქ ქუთაისსა, ევროპის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის შეთანხმებას, რომელიც უკვე ოფიციალურად აცხადებს ქუთაისს 2021 წლის ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მასპინძელ ქალაქად.

ეს არის დიდი შრომის შედეგი და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ევროპის საბჭოს, ასევე სამინისტროს. ჩვენ გვეძლევა უნიკალური საშუალება ჩვენი ქალაქის პოზიციონირებისათვის სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ღირსეულად ვუმასპინძლოთ მაღალი დონის ფორუმს, რომელშიც 47 ქვეყნის 300-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას.“ -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ევროპის საბჭოს პროგრამა კულტურული მარშრუტების შესახებ (EPA) ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების X საკონსულტაციო ფორუმი ქუთაისში 2021 წლის 29 სექტემბერს დაიწყება და 1 ოქტომბერს დასრულდება.

From today, Kutaisi has been officially declared as the host city of the cultural routes of Council of Europe 2021. An agreement was signed today at the Kutaisi City Hall between the Kutaisi City Municipality, the Council of Europe and the Ministry of Education, Science, Culture and Sports of Georgia .

The agreement, according to which the X Annual Advisory Forum of the Cultural Routes of the Council of Europe will be held in Kutaisi, was signed by the Mayor of Kutaisi City Municipalty - Ioseb Khakhaleishvili, Deputy Minister of Education, Science, Culture and Sports of Georgia - Levan Kharatishvili and EPA Executive Secretary- Stefano Dominion.

The parties agreed to establish a “Steering committee” composed of the EPA Secretariat Stefano Dominion, a national coordinator from the Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia Salome Jamburia and the Mayor of Kutaisi City Municipality, Ioseb Khakhaleishvili .

 

 

 

 

 

გააზიარე