ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ინდურმა კომპანიამ ქუთაისს საჩუქრად დროშა გადასცა

7 თებერვალი, 2019

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინდური დეველოპერული კომპანია „სითი ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლები მიიღო.  კომპანია ქუთაისში უკვე ახორციელებს მსხვილ ინვესტიციას.  შპს „სითი ქონსთრაქშენმა“ ქუთაისს საჩუქრად  დროშა გადასცა, რომლის  სადგარი უკვე ჩამოტანილია ქუთაისში და ის ქალაქის ერთ ერთ შემოსასვლელში განთავსდება. მისი სიმაღლე 46,5 მეტრია და ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში.

 ქუთაისის მერმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა ინდოელ ბიზნესმენს და დელეგაციის წევრებს თავადაც გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

გააზიარე