ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

გიორგი ჭიღვარია:,,მე დავპირდი მოსახლეობას რომ ჩემი მერობის პირობებში ოღასკურის პრობლემა გადაიჭრებოდა"

28 ივნისი, 2018

,, გასული წლის შემოდგომაზე, ჩვენ ვნახეთ თუ რამხელა პრობლემები შეუქმნა ადიდებულმა ოღასკურამ ადგილობრივ მოსახლოებას. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვდა.მაშინ მე დავპირდი ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდებოდა,"-ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ქუთაისის მერი   ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან ერთად ბუხაიძის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა. ქალაქის მერთან ერთად შეხვედრაზე,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია იმყოფებოდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოღასკურის კალაპოტის  წმენდასა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ისაუბრეს. ქალაქის მერმა მოსახლეობას ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო და აღნიშნა, რომ  ყველა პრობლემა ეტაპობრივად გვარდება, მათ შორის ოღასკურის კალაპოტის პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არ მოგვარებულა. 

,,ტენდერი ჩატარდა. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც უკვე ადგილზე მუშაობს. პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება. ოღასკურა პერმანენტულად გაიწმინდება და ადგილობრივ მოსახლეობას დატბორვის საფრთხე აღარ შეექმნება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე