ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

გიორგი ჭიღვარია: ,,ქუთაისს ექნება გენერალური განაშენიანბეის გეგმა, რომელიც ქალაქის ერთგვარი არქიტექტურული კონსტიტუცია გახდება

31 ოქტომბერი, 2018

ქუთაისის საკრებულომ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ იმსჯელა. აღნიშნული დოკუმენტის მიღებით, საფუძველი ჩაეყარა გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქალაქის ზონირება, გამწვანების კოეფიციენტების გაზრდა, მშენებლობის დროს პარკირების წესების დადგენა და სხვა მრავალი. საბოლოოდ აღნიშნული დოკუმენტით ქალაქის იერსახის დაცვა მოხდება.

მე არაერთხელ მისაუბრია ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმის არსებობის აუცილებლობაზე. რომ ის მნიშვნელოვანია რათა ქალაქმა არ დაკარგოს ისტორიული იერსახე, არ მოხდეს ქაოტური განაშენიანება და რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა მივიღოთ ქალაქში. ამ კუთხით დიდი ხანია უკვე დავიწყეთ მუშაობა. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩემი თვითმმართველობის პირობებში ქალაქში არცერთი სკვერი არ გასხვისდება და მათ ხარჯზე ქაოტური მშენებლობები არ დაიწყება. ეს არის ჩემი პირობა, რომელიც ქუთაისელებს მივეცი და ამაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

ქალაქის გენერალური განაშენიანების გეგმა იქნება ერთგვარი არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელსაც ვერცერთი თვითმმართველი ვერ დაარღვევს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გვქონდეს მოწესრიგებული, გამწვანებული და სწორად დაგეგმარებული მშენებლობები ქალაქში.

გააზიარე