ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ღია კარის დღე კოლეჯ "იბერიაში"

30 ივლისი, 2020

კოლეჯ „იბერიაში“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური პროფესიული პროგრამების ღია კარის დღე გაიმართა , რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია ესწრებოდნენ. ქუთაისის მერია , კერძო სექტორთან ერთად , აქტიურად არის ჩართული ბაზარზე მოთხოვნადი კადრების მოძიებასა და გადამზადებაში . აღნიშნული პროექტის დახმარებით კი , პროფესიული განათლების დაუფლება სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მსურველები გაეცვნენ აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას სთავაზობს. დუალური მიდგომით შემუშავებული პროფესიული პროგრამები ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების და პარტნიორი საწარმოების მხარდაჭერით, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია "GFA" და სექტორული უნარების ორგანიზაცია “აგრო-დუო”.

გააზიარე