ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

გენდერული თანასწორობის საბჭო.

31 მაისი, 2019

გენდერული თანასწორობის საბჭომ საკითხზე ნანა კოსტავას საბჭოდან დათხოვის შესახებ რიგგარეშე საგანგებო სხდომა გამართა. წევრების გადაწყვეტილებით ნანა კოსტავამ დღეს გენდერული საბჭო დატოვა.დღესვე ხმათა უმრავლესობით საბჭოს მდივნად ანა შალიკიანი იქნა არჩეული.

"-ნანა კოსტავა გარიცხულია გენდერული თანასწორობის საბჭოდან! დღეს გვაქვს მოცემულობა როდესაც საზოგადოება ჩვენგან ელოდება გადაწყვეტილებებს, და ქმედებას. ამ დიდი ტრაგედიით პოლიტიკური მანიპულაცია, ბენეფიტების "დაწერა" მიმაჩნია პოლიტიკურად ამორალურად" - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ. შეგახსენებთ, ქუთაისის მუნიციპალიტეტში საბჭო 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს, იგი 20 წევრით იყო დაკომპლექტებული და მასში საკრებულოს ოთხივე ქალი დეპუტატი იყო გაწევრებული. საბჭოს დებულებაში, გასული წლის ოქტომბერში შეტანილი ცვლილებით წევრთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. მიმდინარე მონაცემებით, საბჭო უკვე 19 ადამიანისგან შედგება და უახლოეს მომავალში 2 წევრის ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდება.

გააზიარე