ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის წარდგენა

30 სექტემბერი, 2020

ქუთაისში გაეროს ბავშვთა ფონდმა კვლევის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს მიჰყავდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელიც საქართველოში 2018-2019 წლებში ჩატარდა, ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელმაც მრავალი სფერო მოიცვა- მოსახლეობის განათლება, ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა, ბავშვის აღზრდისა და დისციპლინის საკითხები, ჰიგიენა და სანიტარული პირობები და სხვა. „ ჩვენთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია ამ კვლევის შედეგების გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისედაც ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ჩვენს მოსახლეობასთან და ვიცით, რა პრობლემების წინაშე დგანან, MICS-ის კვლევის შედეგები და მათი ანალიზი ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება ჩვენ სამუშაო პროცესში.“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოიცავდა.

გააზიარე