ეპილეფსიით დაავადებულთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფის პროგრამა
--------------------------------------------------------
ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა; პროგრამით მოსარგებლე პირები არიან ქ.ქუთაისში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პირები.დახმარების მიღება მოხდება ვაუჩერის და დანართის გამოყენებით, რომლის მოცულობა განისაზღვრება ყოველთვიურად, თითოეულ ბენეფიცირზე ინდივიდუალურად ფორმა #100-ის მიხედვით არაუმეტეეს 50 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით, ამასთან, თითოეულ ბენეფიციარზე მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დახმარება გაიცემა სამ თვეში ერთხელ და შესაბამისად, დახმარების მიღება განხორციელდება, არაუმეტეს 150 ლარის ღირებულების ანტიკონვულსანტებით. ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ფორმა #100 და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ლიმიტ ზემოთ დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების შესწავლის საფუძველზე, გამონაკლის შემთხვევაში.