ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ეფექტიანობის და განვითარების ქსელი პროექტი თვითმმართველობებისთვის

31 ოქტომბერი, 2018

საქართველოს მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და მათი გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს. ამ საკითხებზე ორგანიზაციამ ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობაში შეხვედრა გამართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო. პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

გააზიარე