ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

დღეს ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე გარბენი მოეწყო

4 ივნისი, 2018

გარბენი სლოგანით „სიცოცხლე მოძრაობაა“ გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც მხარი ქუთაისის მერიამ დაუჭირა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამხედრო ლიცეუმის აღსაზრდელებთან ერთად საჯარო სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს. პირველი ადგილი გენერალ კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლემ მიხეილ მხეიძემ დაიკავა. გარბენში გამარჯვებულები ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა დააჯილდოვა.

გააზიარე