ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

დღეს ქუთაისში დისლოცირებული მე-3 ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა.

6 აგვისტო, 2018

დღეს ქუთაისში დისლოცირებული მე-3 ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალები გენშტაბის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მთავრობასთან ერთად ღონისძიების დაწყებამდე დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საზეიმო ღონისძიებებში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი მონაწილეობდნენ. იუბილის ფარგლებში 107-მა წვევამდელმა საზეიმო ფიცი დადო. დღესვე მოხდა ჯარისკაცების დაჯილდოება. მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა და საზეიმო კონცერტი. მე–3 ქვეითი ბრიგადა 1992 წელს 6 აგვისტოს შეიქმნა, თავიდან 22–ე მოტომსროლელის სახელწოდება ჰქონდა და დისლოკაციის ადგილიც არ იყო განსაზღვრული. 2006 წელს კი სამხედრო ნაწილი ქუთაისში განთავსდა. მე–3 ქვეითი ბრიგადა აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო მისიებში.

გააზიარე