ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

დღეიდან ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომობილები ივლიან

25 დეკემბერი, 2019

დღეიდან ქუთაისის ქუჩებში ზედამხედველობის სამსახურის ავტომობილები ივლიან.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზედამხედველობის სამსახურისთვის 4 სრულიად ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილი შეიძინა. მანქანების ეკიპაჟები 24 საათიან რეჟიმში იმოძრავებს ქალაქში. ისინი ნებისმიერ დროს გავლენ ყოველ მიღებულ შეტყობინებაზე. ეს იქნება უნებართვო მშენებლობის, პარკინგის, გარე რეკლამის, ქალაქის იერ-სახის დამახინჯების თუ დაზიანების ფაქტები. ახალი მანქანების წარდგენა საზოგადოებისთვის ქუთაისის მერიის შენობის წინ გაიმართა.

,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში სასიამოვნო სიახლე გვაქვს, რაც ამ დრომდე არ ყოფილა ჩვენს ქალაქში. ცოტა ხნის წინ, 4 სრულიად ახალი, მანქანა შევიძინეთ. ეკიპაჟები 24 საათის მანძილზე იმოძრავებენ ქალაქში და ყოველ მიღებულ შეტყობინებაზე ექნებათ მყისიერი რეაგირება. ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა გახდება უფრო ეფექტური და შედეგებიც თვალნათლივ იქნება შესამჩნევი"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

პრეზენტაციას ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე