ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ბიუროს სხდომა

5 ოქტომბერი, 2020

⏺ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრებმა  ბიუროს  ფორმატში,   რიგგარეშე მე-17 სხდომის  საკითხები  განიხილეს.  სხდომას საკრებულოს  თავმჯდომარის  მოვალეობის  შემსრულებელი, ირაკლი შენგელია  უძღვებოდა.

⏺საკრებულოს რიგგარეშე მე-17 სხდომაზე დეპუტატები შემდეგ  დღის წესრიგს უყრიან კენჭს:

1️⃣  საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან გრანტის მიღების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

2️⃣  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ერემეიშვილისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე  თანხმობის მიცემის შესახებ.

3️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

გააზიარე