ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ბერი ანდრიას ფონდის საქველმოქმედო სპექტაკლი ქუთაისში

10 ოქტომბერი, 2019

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის  დრამატულ თეატრში ბერი ანდრიას  საქველმოქმედო ფონდის დასმა, ბერი ანდრიას ნარკვევების კრებულის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სიკეთის საგალობელი“ წარმოადგინა.

სპექტაკლში  ფონდის შვილობილები მონაწილეობდნენ.

დასი უკვე 2 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე ბევრი ქალაქის სცენაზე წარადგინეს აღნიშნული სპექტაკლი.

ამჯერად კი, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით , საქველმოქმედო სპექტაკლი ქუთაისში გაიმართა.

სპექტაკლს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

სპექტაკლიდან შემოსული თანხა  ,,ბედნიერი სახლის"  მშენებლობას მოხმარდება

გააზიარე