ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავად

1 ოქტომბერი, 2020

ქუთაისის მერიამ, ახალი სასწავლო წლის დაწყება „ვოლდ ვიჟენ“ -საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს მიულოცა. ორგანიზაციის ბავშვები, მერიის ინიციატივით, სანაყინე „მიო ჯელატოში“ მიიპატიჟეს. მასპინძლობა თავად კერძო ბიზნესმა გასწია. ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო. „ჩვენი სურვილი იყო ამ ბავშვებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყება მიგველოცა. მათი საყვარელი ტკბილეულით გავუმასპინძლდით, რისი საშუალებაც სანაყინე „მიო ჯელატომ“ მოგვცა და ეს დღე ყველამ ერთად გავულამაზეთ პატარებს“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გააზიარე