ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

100 წლის ზინაიდა ქობულაძეს იუბუილე ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიულოცა

18 მარტი, 2019

ქუთაისში მცხოვრებ ზინაიდა ქობულაძეს 100 წელი შეუსრულდა.

საუკუნე შესრულებულ ქალბატონს, ქუთაისის მერის მოადგილემ დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრად 1000 ლარი გადასცა.

" ეს არის ჩვენი ყოველწლიური ტრადიცია და ერთგვარი პროგრამა, რომელიც გულისხმობს იმ ადამიანების მხარდაჭერას რომელსაც 100 ან მეტი წელი შეუსრულდება, საბედნიეროდ გვყავს ქალაქში რამდენიმე ასეთი ადამიანი. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ამ ადამიანებით, რადგან თითოეულ მათგანს თავისი როლი აქვს შესრულებული ამ ქალაქის განთვითარებაში,"- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თალთვაძემ.

გააზიარე