Hot line:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

15 March, 2018

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მესამე სექტორთან გიორგი ჭიღვარიამ გარევაჭრობის საკითხები განიხილა.არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქალაქის მერმა დეტალურად უამბო დღეს გამართული ღონისძიებების შესახებ. მისი თქმით მერიის პოზიცია უცვლელია, მთავრობა არ დაუშვებს გარევაჭრობას. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენიმე მოსაზრება და რეკომენდაცია გამოთქვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ადგილობრივი მთავრობა მესამე სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აპირებს ქალაქის პრობლემური საკითხების გადაჭრას.

Share page