Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში მოქალაქეთა სწრაფი ტესტირება დაიწყო

11 September, 2020

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, მერიის შენობის წინ განთავსებულ კარავში, ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს გაიგოს, არის თუ არა კოვიდინფიცირებული, სწრაფი ტესტის გაკეთება შეუძლია. სპეციალურად მოწყობილ კარავში ტესტის გაკეთება შეუძლია ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ აქვს საეჭვო სიმპტომები. პირველ რიგში აქცენტი კეთდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ აჭარაში, ასევე იმ ადამიანებზე, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ კლასტერებთან. მოქალაქეთა ტესტირება პჯრ მეთოდით (ოქროს სტანდარტი), ამერიკული წარმოების ექსტრაქტორისა და მასტერმიქსის გამოყენებით ტარდება და სრულიად უფასოა.

Share page