Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 32-ე სხდომა გამართა

31 July, 2020

29 ივლისს 15 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 32-ე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებზე, ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანაზე და საკრებულოს წევრის მერაბ მეშველიანის მიერ პირადი განცხადების საფუძველზე დეპუტატის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. დეპუტატებმა ასევე – სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის გუნდს ექიმი თეიმურაზ ნადირაძე შეუერთდა, მან სიითი შემადგენლობით ამ პოზიციაზე ნიკოლოზ ლატარია ჩაანაცვლა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 32-ე სხდომის გადაწყვეტილებები:

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N133 დადგენილებაში;

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილ

ბავშვის უფლებათა კოდექსი“-ს 99-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად 24 ივნისს ქუთაისის მუნიციპალიტეტში ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური შეიქმნა.

,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ავტორების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ბავშთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელია დამტკიცდეს ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების ინსტრუქცია: სკრინინგის ფორმა N1, ბავშვის შეფასების ფორმა N2 და ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა ფორმაN3.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მომზადებული სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება.

 დეპუტატებმა მოისმინეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.

მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური საკრებულოს დეპუტატებს და საზოგადოებას წარუდგინა 2019 წლის იანვრიდან, 2020 წლის ივნისის პერიოდისთვის განხორციელებული აქტივობების ანგარიში, დეპუტატებმა ანგარიში დადებითად შეაფასეს.

 ცვლილება შევიდა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2018–2021 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 ნოემბრის № 322 განკარგულებაში.

ცვლილების თანახმად, ქუთაისში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დამატებით, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ადგილობრივი თვითმმართველობა "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს" დასაფინანსებლად ხუთ პროექტს წარუდგენს:

 1) კ.გამსახურდიას ქუჩაზე მე-16 შესახვევის გზის რეაბილიტაცია;

 2) კ. გამსახურდიას ქუჩის პირველი ჩიხის გზის რეაბილიტაცია;

 3) აკაკი ხორავას ქუჩის გზის რეაბილიტაცია;

 4) რუას ქუჩის #32ა,#36ა,#51ა,#51#53 გზის რეაბილიტაცია;

 5) პეტრიწის ქუჩის მე-2 ჩიხის გზის რეაბილიტაცია;

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო ახალი წევრის, თეიმურაზ ნადირაძის უფლებამოსილება;

 ალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მერაბ მეშველიანისთვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის განცხადება.

ქუთაისი მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცნობად მიიღო „ ევროპული საქართველოს“ წევრის, მერაბ მეშველიანის განცხადება, რომელიც ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს;

ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N27 განკარგულებაში.

ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N29 განკარგულებაში.

საკრებულოს სხდომაზე განსახილველი მე-7 და მე-8 საკითხები გულისხმობს მერაბ მეშველიანი მიერ საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილების ასახვას საფინანსო-საბიუჯეტო და კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიების შემადგენლობაში; ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №115 განკარგულებაში.

ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით, საპრივატიზაციო და სარგებლობაში გადასაცემი ქონების ნუსხას დაემატა ჯავახიშვილის ქუჩა N83ა-ს ჩრდილოეთით მდებარე 999მ2 ფართობის და ზვიად გამსახურდიას გამზირის N55ბ-ს მიმდებარედ მდებარე 93მ2 ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 ცვლილება შევიდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის №61 განკარგულებაში.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ინდივიდუალურ მეწარმე „დავით რობაქიძეს“ შორის 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინდივიდუალურმა მეწარმემ დავით რობაქიძემ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის დადგენა და დასკვნების წარმოდგენა. ი/მ დავით რობაქიძემ უნდა წარმოადგინოს საპრივატიზაციო საფასური და დასკვნები შემდეგი ქონებისთვის:

ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N83ა-ს ჩრდილოეთით 999კვ.მ; ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა N10-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით 301კვ.მ; კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N18-ის ჩრდილოეთით 144კვ.მ; გუგუნავას ქუჩა N10ვ-ს დასავლეთით 156კვ.მ; ზვიად გამსახურდიას გამზირი, N55ბ-ს მიმდებარედ,93კვ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საპატრიარქოსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მდივნის, 20.07.2020 წლის №495, მომართვა, რომელიც ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, კიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მდებარე, მწვანეყვავილას სასაფლაო უბნის ნაწილის, /ფართობით 15,0 კვ.მ; საკადასტრო კოდი №03.03.23.399/, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, 99 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემას შეეხება. მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე წმინდა მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძრის სამრეკლოს მშენებლობა იგეგმება.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქალაქ ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩა №53-ის აღმოსავლეთით), სახელმწიფოს, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა;

ℹ️საკრებულოს სხდომაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს შესაბამისი რეგლამენტის და СOVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების მოთხოვნის და სოციალური დისტანციის დაცვით.

ℹ️მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების და უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, 24 ივნისის რიგით 31-ე სხდომის ტრანსლაცია განხორციელდა, ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში, სადაც მოქალაქეებს საშუალება ქონდათ თვალყური ედევნებინათ სხდომის მიმდინარეობისთვის.

Share page