Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე დასრულდა ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები

26 March, 2020

ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე დასრულდა ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები.
სკვერში გაკეთდა მცირე ზომის სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. დაირგო დეკორატიული ხე-მცენარეები, დაიდგა ფანჩატური, ძელსკამები და ურნები. ერთიან კომპლექსში მოექცა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი.
სკვერში სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შესრულა და 138787 ლარი დაიხარჯა.
2020 წელს ქუთაისში სულ 10 სკვერი გაკეთდება.

Share page