Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე პროექტის ,,უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი“ შედეგებს გაეცნო

27 November, 2019

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე პროექტის ,,უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი“ შედეგების შეჯამების მიზნით პროექტის ბენეფიციარებს შეხვდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელთან და სოციალური სამსახურის უფროს გია ჩიჯავაძესთან ერთად.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული რვათვიანი პროექტის ფარგლებში ქუთაისში რეგისტრირებულმა 14 მობილობის შეზღუდვის მქონე პირმა გაიარა ინტენსიური დისტანციური სწავლება ციფრული მარკეტინგისა და ვებ ტექნოლოგიების სფეროში (კონტენტ მარკეტინგი, ზეგავლენის მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, SEO , სოციალური მედია და ონლაინ რეკლამები, ონ–ლაინ კომუნიკაცია, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და ინტეგრირება, ვებ გვერდის დიზაინი და სხვა).

სწავლების დასრულების შემდეგ 14–ვე ბენეფიციარი რეფერირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამაში და გაეწიათ კვალიფიციური დახმარება სამუშაოს მოძიების პროცესში.

მაქსიმალურად ხელშეწყობილ იქნა კურსდამთავრებულთა თვითდასაქმების წამოწყება. მათ შექმნეს საკუთარი ონლაინ პლატფორმები, რომლის საშუალებითაც სახლიდან გაუსვლელად ახდენენ შემოსავლების აქტივების გაზრდას. მობილობის შეზღუდვის მქონე პირებს შესაძლებლობა აქვთ რეალიზება გაუკეთონ თავიანთ ხელნაკეთ ნივთებს.

Share page