Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერი ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს შეხვდა

15 May, 2019

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მოადგილე ნინო თვალთვაძე, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს შეხვდნენ, მათ შორის ტურისტული კომპანიების და სასტუმროების წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე, რომელიც ტურიზმის სფეროში დასაქმებულების ინიციატივით შედგა, ქალაქის მერმა ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის მიზანი იყო შეიქმნას პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობს სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას ადგილობრივ ხელისუფლებასა და ტურიზმის სფეროში მოქმედ კერძო სექტორს შორის.

Share page