Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისი პირველად სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

4 May, 2019

ქუთაისი პირველად სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. ტურნირზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებებია წარმოდგენილი. შეჯიბრებები 6 მაისის ჩათვლით გაიმართება. 
ტურნირის გახსნის ცერემონიალს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, საქართველოს პარლამენტისა და ქუთაისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
ტურნირი ტანვარჯიშის ფედერაციის, ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ეწყობა.

Share page