Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

9 April, 2019

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და პარლამენტის დეპუტატებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ასევე ა(ა)იპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, მემორიალთან 9 აპრილის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა მოეწყო.

,,9 აპრილი ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1989 წლის 9 აპრილმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის მომავალი. მაშინ თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, დღესაც გვახსენებს ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას და გვიბიძგებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ შემდგომ თაობებს. ისტორიამ დაადასტურა ამ დღის მნიშვნელობა და ჩვენ მოვალე ვართ კიდე ერთხელ გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ფასად ქმნიდნენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

Share page