Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერიასა და ორგანიზაცია "სოციალური საწარმო განსაკუთრებულ ჟურნალ”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

5 April, 2019

მემორანდუმი ითვალისწინებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართებით, დაგეგმილ ღონისძიებებში მუნიციპალიტეტის ჩართვას. ასევე გათვალისწინებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით სიმღერისა და ცეკვის ფესტივალის გამართვა.

ორგანიზაცია "სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი", წლების განმავლობაში ფუნქციონირებს და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებაზე, ასევე მუშაობს მათ კულტურულ, სპორტულ და სხვა სფეროებში აქტიურ ჩართულობაზე.

Share page