Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

გიორგი ჭიღვარია, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულ ქუთაისელ მოჭადრაკეებს შეხვდა

5 April, 2019

ქუთაისელი მოჭადრაკეები მერი არაბიძე და გიგა ყუფარაძე, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

წარმატებულ მოჭადრაკეებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ასევე ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდნენ, ქუთაისის მერმა მოჭადრაკეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს 76-ე ქალთა ჩემპიონატი თბილისში 19-დან 30 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში 12 მოჭადრაკე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული მერი არაბიძე გახდა, რომელიც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ქალთა ჩემპიონატში ჩაერთვება, რომელიც თურქეთში 10 აპრილს გაიხსნება.

საქართველოს ჩემპიონი გახდა კიდევ ერთი ქუთაისელი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე. მან პირველობა 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

Share page